Belive

აგუერომ მანჩესტერ სიტის თანამშრომელს Range Rover-ი აჩუქა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტიდან" წასვლის შემდეგ, სერხიო აგუერომ მადლიერების გამოხატვა და კლუბის მომსახურე პერსონალისათვის საჩუქრების გადაცემა გადაწყვიტა. დამშვიდობების წინ, არგენტინელმა თანაგუნდელებსა და კლუბის მომსახურე პერსონალს საჩუქრად “Hublot”-ისა და “Tag Heuer”-ის საათები გაუგზავნა, წარწერით – “Gracias! Kun Aguero” (მადლობა! – კუნ აგუერო). "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ თანამშრომელს განსაკუთრებით გაუმართლა. "ქალაქელთა" ეკიპირების წესრიგში ყოფნაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა, საათთან ერთად ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო. სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" ეკიპირების მომწესრიგებელ თანამშრომელს საჩუქრად Range Rover-ი გადასცა.

სხვა სტატიები