აგუერომ სეზონი ჰეთ-თრიქით დაიწყო

სერხიო აგუერომ პრემიერლიგის სეზონი ჰეთ-თრიქით გახსნა – არგენტინელი თავდამსხმელმა “სიტის” მოედანზე “ჰადერსფილდს” 3 ბურთი გაუტანა და გუნდს საბოლოო ანგარიშით 6-1 მოგებაში დაეხმარა.

აგუეროს გარდა „სიტის“ მხრიდან გოლები გაბრიელ ჟესუსმა და დავიდ სილვამ გაიტანეს, ჰოლანდიელმა ტერენს კონგოლომ კი ერთი ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, რომელიც “ჰადერსფილდმა” სეზონის დასაწყისში “მონაკოდან” €20 მილიონად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ “სიტიმ” იოლი გამარჯვება რამდენიმე ლიდერის არყოფნით გაიფორმა – პეპ გვარდიოლამ სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები დატოვა, როგორებიც რაჰიმ სტერლინგი, რიად მაჰრეზი და ლერიო სანე არიან, კევინ დე ბრუინს კი ტრავმა აწუხებს და მოედანს 3 თვეში დაუბრუნდება.

(462)

სტატიის ავტორი
-