Belive

აგუეროს მამა | გვარდიოლას ცრემლების არ მჯერა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ვარსკვლავმა - სერხიო აგუერომ, პრემიერ ლიგის გრანდი დატოვა და "ბარსელონას" შეუერთდა. "მანჩესტერ სიტის" წარმატებაში აგუერომ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა და "ქალაქელთა" ფანების გულები სამუდამოდ მოიგო. სერხიო აგუეროს გუნდიდან წასვლა მტკივნეული აღმოჩნდა. "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ ცრემლები ვერ შეიკავა და არგენტინელ ვარსკვლავს ემოციურად დაემშვიდობა, თუმცა სერხიო აგუეროს მამას გვარდიოლას ცრემლების არ სჯერა.
"არა - გვარდიოლას ცრემლების არ მჯერა! ჩემი აზრით მას სერხიო არასდროს უნდოდა. გვარდიოლას ყოველთვის სურს, რომ გუნდში ის იყოს მთავარი და არა რომელიმე ფეხბურთელი. ამბობს, რომ აგუერო შეუცვლელია, მაგრამ გუნდში არ ჰყავს. სერხიო ბოლო წუთამდე ელოდა და იმედოვნებდა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. "მანჩესტერ სიტის" აგუერო აღარ სურდა", - აღნიშნა სერხიო აგუეროს მამამ.

სხვა სტატიები