Belive

აგუეროს საჩუქარი სიტის ფეხბურთელებს | "მადლობა - კუნ აგუერო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება ბოლო პერიოდში არგენტინელი სუპერვარსკვლავის - სერხიო აგუეროს ირგვლივ იყო მიპყრობილი, რომელსაც "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა. აგუერომ საბოლოო არჩევანი ესპანურ გრანდზე, "ბარსელონაზე", შეაჩერა, რომლის რიგებსაც  უსასყიდლოდ შეუერთდა, კონტრაქტის თანახმად კი "ბლაუგრანას" ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. მანჩესტერული კლუბიდან წასვლის შემდეგ არგენტინელმა თანაგუნდელებს საჩუქრად გაუგზავნა "Hublot"-სა და "Tag Heuer"-ის საათები, წარწერით - “Gracias! Kun Aguero” (მადლობა! - კუნ აგუერო).

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სერხიო აგუერომ "სიტის" რიგებში 390 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 260 გოლის გატანასთან ერთად 73 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სხვა სტატიები