Belive

აგუეროს შეუფერებელი საქციელი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

17 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ლონდონის არსენალს" უმასპინძლა და სტერლინგის მიერ პირველ ტაიმში 23-ე წუთზე გატანილი გოლის მეშვეობით მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. არგენტინელი ფორვარდი სერხიო აგუერო მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველ თამაშს ატარებდა. მართალია, მოთამაშემ თავი გატანილი გოლით ვერ დაგვამახსოვრა, მაგრამ შეხვედრის პირველ ტაიმში იყო მომენტი, რომელმაც აგუეროს კრიტიკა გამოიწვია. პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ქალმა გვერდითა არბიტრმა შან მესი-ელისმა, მას შემდეგ, რაც ბურთი აუტზე გადავიდა, ალამი "არსენალის" სასარგებლოდ გაიშვირა, რასაც არგენტინელის პროტესტი მოჰყვა. აგუერო შან მესი-ელისს მხარზე ხელით შეეხო.


 
აღნიშნული ინციდენტი მხედველობიდან გამორჩა შეხვედრის მთავარ მსაჯს კრის კავანას, შესაბამისად, აგუერო თავისი საქციელისთვის არ დასჯილა, თუმცა არაერთი შემთხვევა ყოფილა ფეხბურთის ისტორიაში, როცა მსგავსი საქციელის გამო მოთამაშე გაუძევებიათ. ბევრმა ჩათვალა, რომ აგუეროს ეს მოქმედება დასჯას იმსახურებდა. საბოლოოდ პეპ გუარდიოლამ არგენტინელი 65-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად ილქაი გიუნდოგანი გამოიყვანა.  

სხვა სტატიები