Belive

აიაქსი ვეტერან ჰოლანდიელს იბრუნებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გამოცდილი ჰოლანდიელი თავდამსხმელი რაიან ბაბელი შესაძლოა ამსტერდამის "აიაქსში" დაბრუნდეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და ისინი სავარაუდოდ მოკლევადიან კონტრაქტზე შეთანხმდებიან. ფეხბურთელის მიზანი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის სტაბილურ სათამაშო ფორმაში ყოფნაა, ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვან გუნდზეც სწორედ ამიტომ აკეთებს არჩევანს. თავის მხრივ, ნახევარსეზონიან ხელშეკრულებაზე წინააღმდეგობა არც ერედივიზიონის მოქმედ გამარჯვებულსა და ლიდერს აქვს. 33 წლის ფეხბურთელი, რომელიც თურქეთის ჩემპიონს 2019 წლის ზაფხულში სამწლიანი კონტრაქტით შეუერთდა, "აიაქსში" 2004-07 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები