Belive

აიაქსის 6 ასაკობრივი გუნდი და 109 გატანილი ბურთი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსი" მსოფლიოში ცნობილია თავისი სკოლით. ამსტერდამელთა ასაკობრივმა გუნდებმა საოცარი შედეგები დააფიქსირეს.  "აიაქსის" 9 წლამდე გუნდმა "დენ ჰააგის" იმავე ასაკის გუნდს 25:5 მოუგო. 10 წლამდე გუნდი სტუმრად "პსვ"-ს შეხვდა და 23:12 გაანადგურა. არასაფეხბურთო ანგარიშით მოიგეს 11 წლამდე ფეხბურთელებმა. "აიაქსი" "პსვ"-ს შეხვდა და 31 ბურთი გაუტანა. საკუთარ კარში კი მხოლოდ 4 მიიღო. "აიაქსის" 12 წალმდე გუნდმა კი "ვოლენდამს" საკუთარ კედლებში 19:2 სძლია. შედარებით ადამიანური ანგარიშით დასრულდა 19 წლამდე ფეხბურთელთა მატჩი. "აიაქსმა" სტუმრად "პსვ" 3:5 დაამარცხა. რაც შეეხება მთავარ გუნდს. ამსტერდამელებმა "ვენლო" 6:0 გაანადგურეს.

სხვა სტატიები