Belive

აიაქსის დახმარების მიზნით ჰოლანდიის ჩემპიონატის ტური გადაიდო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერედივიზიონის 32-ე ტური მთლიანად გადაიდო. იქიდან გამომდინარე, რომ "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ამსტერდამელებს "ტოტენჰემთან" მატჩისთვის მეტი მოსამზადებელი დრო მისცა. "აიაქსს" 28 აპრილს, ჩემპიონატში "გრაფსხააპის" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ხოლო მე-2 დღეს გუნდი ინგლისში უნდა ჩაფრენილიყო. "შეუძლებელია, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები იყოს, მაგრამ აქ არა მარტო "აიაქსის", არამედ, ჰოლანდიური ფეხბურთის დახმარებაზეა საუბარი," - ნათქვამია ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. "აიაქსი" და "გრაფსხააპი" ერთმანეთს 15 მაისს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები