Belive

აიაქსის გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ითხოვენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსი" არ გამორიცხავს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი ახალწვეულებით გააძლიეროს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნიდერლანდელთა მთავარი მწვრთნელი, ტენ ჰაგი შემდეგ რამეს აცხადებს: "ახლა კარგი შემადგენლობა გვყავს, თუმცა თუ ხელსაყრელი ტრანსფერი გამოჩნდება, ხელიდან არ გავუშვებთ".  აღნიშნულ ინტერვიუს ამსტერდამელთა სიახლეების ერთ-ერთ საიტზე გულშემატკივრების გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში რამდენიმეჯერ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენეს. როგორც აღმოჩნდა, "აიაქსის" ქომაგებს ამჟამად "რუბინში" მოთამაშე ტალანტის ნიდერლანდებში ხილვა სურთ.
"მარცხენა ფლანგის ხვიჩა კვარაცხელიათი გაძლიერება კარგი იქნებოდა", - წერს მომხმარებელი. "ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აქამდეც მსემნია, თუმცა ჯერ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. რუსეთის ლიგის კლასი, ბოლო პერიოდში დავარდა, თუმცა სათადარიგოსათვის საინტერესო ტალანტია" - ვკითხულობთ Ajaxshowtime.com-ზე.

წყარო: Silksport.ge

სხვა სტატიები