Belive

აიაქსის მორიგი მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "აიაქსმა" ლონდონში "ტოტენჰემი" 0:1 დაამარცხა და საინტერესო მიღწევის თანაავტორი გახდა. "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე გუნდია, რომელმაც ფლეი-ოფში ყველა გასვლითი შეხვედრა მოიგო. მსგავსი შედეგი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბაიერნსა" და "რეალს" აქვთ დაფიქსირებული. "ბაიერნმა" ამის გაკეთება 2012-2013 წლების სეზონში შეძლო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა, ხოლო "რეალმა" 2017-2018 წლების სეზონში და მანაც გაიფორმა ჩემპიონობა. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა ისაა, რომ სამივე ზემოთ აღნიშნულმა გუნდმა მეოთხედფინალში "იუვენტუსი" დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ "აიაქსმა" მიმდინარე სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე სტუმრად "რეალი" 1:4 გაანადგურა, მეოთხედფინალში 1:2 "იუვენტუსს" მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ანგარიშით 0:1 "ტოტენჰემის" დამარცხება შეძლო.

სხვა სტატიები