Belive

აიაქსის ფანები გიორგი ჩაკვეტაძის ყიდვას ითხოვენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთ ჰოლანდიურ საფეხბურთო  ფორუმზე საკმაოდ საინტერესო კომენტარები იწერება. ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარს, რომელიც გუნდში გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას ითხოვს საკმაოდ საინტერესო გამოხმაურებები მოჰყვა. მომხმარებელი Diego_forlan: "კლუბის ადგილზე აუცილებლად შევიძენდი გიორგი ჩაკვეტაძეს გენტიდან, იგი ბრწყინვალე დრიბლიორია, რომელსაც გოლის გატანაც შეუძლია, შესანიშნავად ჩაანაცვლებს ჰაკიმ ზიეჩს" მომხმარებელი LordFootball: "შესანიშნავი შემტევია, ამ სეზონში 17 მატჩში 11 გოლი აქვს" მომხმარებელი TheWorld: "შეუდარებელი დრიბლიორია, დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება სჭირდება რასაც აკეთებს კიდეც, 10 ნომერზე თამაშობს მაგრამ გენტში მარცხნიდანაც უტევს" მომხმარებელი Lierse1997: "ვფიქრობ ძალიან მაგარი შენაძენი იქნება, მაგრამ მისი ყიდვა რთულია, ჩაკვეტაძე 15 მილიონზე მეტი ღირს და მისდამი ინტერესს მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენს, რა თქმა უნდა მოთამაშეს უფრო მაღალ დონეზე გადასვლა ურჩევნია"   ფოტო: ლევან ვერძეული

სხვა სტატიები