Belive

აიაქსმა ჰოლანდიური კლუბების რეკორდი მოხსნა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსი" ჰოლანდიური ფეხბურთის რეკორდსმენია. "აიაქსმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ვიტესი" 4:2 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ამსტერდამელებმა ყველა ტურნირზე ერთად 160 ბურთი გაიტანა, რაც ჰოლანდიურ კლუბებს შორის რეკორდული მაჩვენებელია. ერიკ ტენ ჰაგის მომზადებულმა გუნდმა "ერედივიზიონში" 111 ბურთი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და 32 ბურთის გატანა მოახერხა. რაც შეეხება ჰოლანდიის თასს, აქ ამსტერდამელებს 17 ბურთი აქვთ გატანილი. აქამდე რეკორდი 1980-81 წლების სეზონში "ალკმაარს" ეკუთვნოდა, რომელმაც 159 ბურთი გაიტანა. სეზონის დასრულებამდე ჯერ დრო არის და "აიაქსს" ერედივიზიონში" კიდევ 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი, ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" წინააღმდეგ 2 შეხვედრა დარჩა გასამართი, ხოლო ჰოლანდიის თასზე ფინალში "ტილბურგს" დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "აიაქსი" კიდევ შეძლებს არაერთი ბურთის გატანას.

სხვა სტატიები