Belive

აიაქსმა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია - ეს ტიტული მაროკოელ შემტევს, ჰაკიმ ზიეჩს ერგო, რომელმაც ყველა ტურნირზე 21 გოლის გატანა და 20 ასისტის გაკეთება შეძლო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ სხვა ტალანტებთან ერთად (დე იონგი, დე ლიხტი), გუნდს ზიეჩის დატოვებს - აღნიშნული ინფორმაცია თავად გუნდის მენეჯმენტის წევრმა, ლეგენდარულმა მარკ ოვერმარსმა დაადასტურა. მისი თქმით, "აიაქსი" შეპირდა ზიეჩს, რომ კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, მას ჰოლანდიაში აღარ გააჩერებდნენ. ჰაკიმ ზიეჩი 26 წლის ფეხბურთელია და მისი სატრანსფერო ღირებულება €35 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები