Belive

აიაქსთან მარცხის შემდეგ იუვენტუსის აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაუფასურდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "აიაქსთან" დამარცხების შემდეგ, "იუვენტუსის" აქციების ღირებულება მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ტურინული გუნდის აქციების ვარდნაზე გავლენა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვადნამ იქონია - ამსტერდამელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხეს. 17 აპრილის მონაცემებით, "იუვენტუსის" 1 აქციის ღირებულება 1.3960 ევროს შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით, 17.3%-იან ვარდნას წარმოადგენს. ზაფხულში "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ 100 მილიონად იმის იმედად შეიძინა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარებოდა. რონალდუმ "აიაქსს" 2 მატჩში 2 გოლი გაუტანა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამსტერდამელებმა "იუვენტუსზე" გაცილებით უკეთესად ითამაშეს და ნახევარფინალში დამსახურებლად გავიდნენ.

სხვა სტატიები