Belive

აინტრახტმა ნიკო კოვაჩს მიმართა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ნიკო კოვაჩის თავს მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ხორვატი მწვრთნელისთვის ორი ყოფილი გერმანული კლუბი "აინტრახტი" და "ბაიერნი" შესაძლოა კარიერის ყველაზე მაღალ მწვერვალზე დამღუპველი აღმოჩნდეს. ბედის ირონიაა, მაგრამ ფრანკფურტული კლუბის თავკაცის რანგში ბოლო შეხვედრა კოვაჩმა სწორედ მიუნხენელებთან გამარჯვებით (3:1) დაასრულა, გერმანიის თასი მოიგო და შემდეგში ფინალში დამარცხებული გუნდის დამრიგებლად დაინიშნა. არასტაბილური სეზონნახევრის შემდეგ კი, 48 წლის სპეციალისტი ბავარიელებმა დაითხოვეს, ბოლო წვეთი გერმანიის ჩემპიონის მოთმინების ფიალაში სწორედ "აინტრახტთან" გამანადგურებელი მარცხი აღმოჩნდა - 1:5.

No description available.
"ბაიერნიდან" გათავისუფლების შემდეგ ნიკო კოვაჩს "არწივებმა" Twitter-ის მეშვეობით მიმართეს. "აქ, ფრანკფურტში, შენი ვარსკვლავი უფრო ბრწყინავდა, ვიდრე სამხრეთში ნიკო. შენს გზას იპოვი თასის მომგებო მწვრთნელო",-წერია "აინტრახტის ოფიციალურ გვერდზე. ნიკო კოვაჩი "აინტრახტს" 2016-18 წლებში თავკაცობდა და გუნდი მოპოვებულ ტიტულთან ერთად ევროპის ლიგაზე გაიყვანა. მიუნხენში ხორვატიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის მონაგარი ბუნდესლიგა, თასი და სუპერთასი აღმოჩნდა. რაც შეეხება გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს, აქ რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.  

სხვა სტატიები