Belive

ახალგაზრდები, რომლებსაც 2022 წლის მუნდიალზე უნდა დავაკვირდეთ

1 წლის წინ ფეხბურთი
7 წთ

ყატარში არაერთი თინეიჯერის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ვის თამაშს დავაკვირდეთ ყველაზე მეტად?!

მსოფლიო ჩემპიონატი მრავალი მიზეზის გამოა შესანიშნავი, მაგრამ, ალბათ, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია ის ეტაპი, რომელიც ახალგაზრდა ან უცნობი მოთამაშეების მსოფლიო აუდიტორიასთან გაცნობას ითვალისწინებს.

ასე რომ, მოდით გავიცნოთ 2022 წლის მუნდიალის ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები.


ბრენდონ აგილარი

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: კოსტა რიკა

კლუბი: "გუანაკასტეკა" ("ნოტინგემ ფორესტის" საკუთრება)

აგილარის სანაკრებო დებიუტი მარტში შედგა, მან საკმარისი გააკეთა კოსტა რიკის ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად მას შემდეგ, რაც თავის მშობლიურ კლუბში, კერძოდ კი "გუანაკასტეკაში" შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.

19 წლის ფეხბურთელი "ნოტინგემ ფორესტის" საკუთრებაა, თუმცა პრემიერ ლიგის გუნდმა იგი გაანათხოვრა. 2022 წლის მუნდიალი 19 წლის ფეხბურთელისთვის იდეალური შესაძლებლობაა, რომ მომავალი სეზონიდან პრემიერ ლიგურ გუნდში დაბრუნდეს.

ჯუდ ბელინგემი

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: ინგლისი

კლუბი: "დორტმუნდის ბორუსია"

19 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთისთვის უკვე კარგად ნაცნობია. იგი სულ უფრო და უფრო უკეთესდება "დორტმუნდის ბორუსიაში" და ახლა გასაკვირი იქნება, თუ ის ინგლისის ნაკრებშიც არ გაიბრწყინებს.

ბელინგემი ამ სეზონში "დორტმუნდის" კაპიტანიც კი იყო. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ჯევისონ ბენეტი

ასაკი: 18 წლის

ეროვნება: კოსტა რიკა

კლუბი: "სანდერლენდი"

ჯევისონ ბენეტი - ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც კოსტა რიკის ნაკრებში ოდესმე უთამაშია. მისი საერთაშორისო დებიუტი 2021 წლის აგვისტოში შედგა. მან თავისი დიდებული თამაშით ინგლისის ისტორიულ კლუბს "სანდერლენდს" მოაწონა თავი და ძირითად შემადგენლობაშიც დამკვიდრდა.

18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "სანდერლენდის" მაისურით უკვე 3 გოლის გატანა შეძლო, რომელსაც 2 საგოლე გადაცემაც დაუმატა. მან ასევე ეროვნულ ნაკრებში სამხრეთ კორეის წინააღმდეგ დუბლის შესრულება შეძლო და კოსტა რიკას მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში ლომის წილი შეიტანა.

ზენო დებასტი

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: ბელგია

კლუბი: "ანდერლეხტი"

"ახალი ვენსან კომპანი" - ასე მოიხსენიებენ ზენო დებასტს ბელგიაში. 19 წლის ფეხბურთელი 2022/2023 წლების სეზონში "ანდერლეხტში" გადავიდა, საიდანაც მისი დიდი კარიერული წინსვლა დაიწყო.

დებასტის სანაკრებო დებიუტი 2022 წლის სექტემბერში შედგა, სადაც თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, რაც რობერტო მარტინესმა დაუფასა და 2022 წლის მუნდიალზე წაიყვანა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 19 წლის ფეხბურთელის შეძენით უკვე არაერთი გრანდია დაინტერესებული.

ბილალ ელ ხანუსი

ასაკი: 18 წლის

ეროვნება: მაროკო

კლუბი: "გენკი"

წარმოშობით მაროკოელი, 18 წლის შემტევი ნახევარმცველი - ბილალ ელ ხანუსი, 2022 წლის მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი იქნება. მას უთამაშია ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში, თუმცა მას შემდეგ, რაც მაროკომ 18 წლის ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, მან ბელგიის ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

გავი

ასაკი: 18 წლის

ეროვნება: ესპანეთი

კლუბი: "ბარსელონა"

უეფას ერთა ლიგის ფინალში თითქმის ერთი წლის წინ გამოძახებულმა გავიმ აჩვენა მსოფლიოს, თუ რატომ სურდა ლუის ენრიკეს მისი ესპანეთის ნაკრებში გამოძახება. გავი მსოფლიო ფეხბურთისთვის უკვე ძალიან ცნობადი ფეხბურთელია, რადგან "ბარსელონას" რიგებში რეგულარულ სათამაშო დროს იღებს.

აბდულ ფატავუ ისაჰაკუ

ასაკი: 18 წლის

ეროვნება: განა

კლუბი: ლისაბონის "სპორტინგი"

ისაჰაკუ ევროპელი სკაუტების რადარში მას შემდეგ მოხვდა, რაც 2021 წელს 20-წლამდელთა აფრიკის ერთა თასზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლის იყო. ბევრის აზრით, 18 წლის შემტევი აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია.

18 წლის ფორვარდი, რომელიც მარცხენა ფეხს საოცრად ხმარობს, 20-წლამდელთა აფრიკის ერთა თასის შემდეგ "ლივერპულთან" იყო დაკავშირებული, მაგრამ საბოლოოდ ლისაბონის "სპორტინგს" შეუერთდა.

გარანგ კუოლი

ასაკი: 18 წლის

ეროვნება: ავსტრალია

კლუბი: "სენტრალ ქოუსთ მარინერსი"

კუოლი 1996 წლის შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. მან ბრწყინვალედ დაიწყო თავისი კარიერა. გასულ სეზონში ავსტრალიის ჩემპიონატში 10 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო, მიმდინარე სეზონში კი 4 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

როგორც უკვე ცნობილია, 2023 წლის ზაფხულში იგი "ნიუკასლ იუნაიტედს" შეუერთდება.

ჰანიბალ მეჯბრი

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: ტუნისი

კლუბი: "ბირმინგემი"

"მანჩესტერ იუნაიტედში" 2019 წელს "მონაკოდან" გადასვლის შემდეგ, შემტევ ნახევარმცველ ჰანიბალს უჭირდა "ოლდ ტრაფორდზე" პირველ გუნდში თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ტუნისის ნაკრებში შესანიშნავად თამაშობდა.

თუმცა, 19 წლის ფეხბურთელი ამჟამად ჩემპიონშიფში, კერძოდ კი "ბირმნიგემის" შემადგენლობაში ბრწყინვალედ თამაშობს, ამიტომ მისი 2022 წლის მუნდიალზე ასპარეზობა ძალიან საინტერესო იქნება.

იუსუფა მუკოკო

ასაკი: 17 წლის

ეროვნება: გერმანია

კლუბი: "დორტმუნდის ბორუსია"

მუკოკო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

ახალგაზრდული კარიერის განმავლობაში უამრავი რეკორდი დაამყარა. მოუკოკომ ამ სეზონში მუდმივად დაიწყო იმის ჩვენება, რომ მას შეუძლია ისეთივე პროდუქტიული იყოს უფროსებში, როგორც პატარებში.

"დორტმუნდის ბორუსიას" თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ექვსი გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

ანტონიო სილვა

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: პორტუგალია

კლუბი: "ბენფიკა"

სილვამ აგვისტოს ბოლოს "ბენფიკაში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მსოფლიოში. მისი გამოძახება პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში სენსაციური ჯილდოა. გზა, რომელიც მან საფეხბურთო ასპარეზზე მიიღო.

19 წლის ფეხბურთელი, რომელსაც უკავშირებენ "მანჩესტერ იუნაიტედს", მადრიდის "რეალსა" და "ლივერპულს", ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული თამაშის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

ხავი სიმონსი

ასაკი: 19 წლის

ეროვნება: ნიდერლანდები

კლუბი: "პსვ"

ცოტა თუ მიიჩნევდა ხავი სიმონსს, როგორც პოტენციური მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთელს, როდესაც მან გადაწყვიტა დაეტოვებინა "პსჟ" და გადასულიყო "პსვ"-ში, მაგრამ ფლეიმეკერმა ეინდჰოვენის შემადგენლობაში საოცარი თამაში გვანახა და ლუის ვან გაალის გაწვრთნილ ნიდერლანდების ნაკრებში თავი დაიმკვირდა.

ხავი სიმონსი ახლა 19 წლისაა, მიმდინარე სეზონში მან უკვე 10 გოლი გაიტანა, ასევე შეასრულა ოთხი საგოლე გადაცემა. სიმონსი ახლა მზადაა დაუბრუნდეს იმ პოტენციალს, რომელიც მან ბოლო ათწლეულის განმავლობაში "ბარსელონას" აკადამიაში აჩვენა.

სხვა სტატიები