Belive

ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო - U21 23 ფეხბურთელით ემზადება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება დაიწყო. 21-წლამდე ფეხბურთელთა გუნდი ვარჯიშს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, 23 მოთამაშით შეუდგა. გუნდს ჯერჯერობით არ შეერთებია უკრაინაში მოთამაშე რატი არდაზიშვილი, რაც შეეხება ლუკა ლაკვეხელიანს და ლუკა ლოჩოშვილს, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ლოჩოშვილს გაფრთხილების გამო დისკვალიფიკაცია აქვს და გუნდს სავარაუდოდ ლიხტენშტეინში შეუერთდება. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია: მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი). მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“,ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი („მეზოკოვეშდი“, უნგრეთი). ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), ნიკა გაგნიძე („დილა“, გორი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), რატი მჭედლიშვილი („ლოკომოტივი“,თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი). თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი). წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები