Belive

ახალი დეტალები - დე ლიხტი ბარსელონას კიდევ უფრო მიუახლოვდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტანი, მეტეის დე ლიხტი ფრენკი დე იონგთან ერთად "ბარსელონაში" გადავა. ესპანური გამოცემის Sport-ის ინფორმაციით, ჰოლანდიური კლუბის დირექტორმა, მარკ ოვერმარსმა "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ დე ლიხტი კარიერას "ბლაუგრანაში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" გარდა, 19 წლის ცენტრალური მცველის შეძენით სწორედ ტურინელები იყვნენ დაინტერესებულები. იტალიური CalcioMercato-ს თქმით, კატალონიური კლუბი მეტეის დე ლიხტის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდის.  

სხვა სტატიები