Belive

ახალი გარეთ ბეილი? იუვენტუსი და ინტერი იტალიელ ტალანტში სოლიდურ თანხას იხდიან

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის უდიდესი გუნდები €70 მილიონად შეფასებული იტალიელი ტალანტით ინტერესდებიან - ფედერიკო კიესა "ფიორენტინას" მარჯვენა გარემარბია, რომელიც დიდი გუნდების დაინტერესების მიუხედავად, "ფიორენტინადან" წასვლას ჯერ არ გეგმავს. "ფიორენტინას" ყოფილი კაპიტანი, დავიდე ასტორი, რომელიც 1 წლის წინ გარდაიცვალა, კიესას დიდი გულშემატკივარი იყო. იგი კიესაში დიდ ტალანტს ხედავდა და ახალგაზრდა ფეხბურთელს რჩევებს აძლევდა. "კიესა გუნდს იდეალურად შეესაბამება. იგი ბურთს შესანიშნავად ფლობს, გააქვს გოლები და აკეთებს გადამწყვეტ, უზუსტეს პასებს," ამბობდა ასტორი. კიესას თქმით, ასტორი მისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა: "მისი სიტყვები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა," აღნიშნავს ახალგაზრდა ტალანტი. აღსანიშნავია, რომ ფედერიკო ასტორის მამა, ენრიკო, ასევე ფეხბურთელი იყო. მას "სამპდორიაში," "პარმაში," ფიორენტინასა და იტალიის ნაკრებში აქვს ნათამაშები. ენრიკო კიესა ამბობს, რომ ფედერიკო 14-15 წლის ასაკში ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო, მაგრამ ვარჯიში და ბრძოლა არცერთი დღის განმავლობაში არ შეუწყვეტია - "ამ მიდგომამ მას დიდ ფეხბურთში გაუხსნა კარი," აღნიშნა მან. იტალიაში მას ახალგაზრდა გარეთ ბეილს უწოდებენ - იტალიური მედიის თანახმად, კიესას ძალიან კარგი დრიბლინგი, გამძლეობა და ფიზიკური ძალა აქვს, რაც მას გარეთ ბეილი მსგავს ფეხბურთელად აქცევს.

სხვა სტატიები