Belive

ახალი ინტერესი - მაკარიძე ესპანურ გუნდს სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთ-ერთი ესპანური საიტის ინფორმაციის თანახმად, გიორგი მაკარიძის გადაბირებით "ალმერია" დაინტერესდა. გასულ სეზონში ლა ლიგაში აღზევების შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ, გუნდი გაძლიერებას ცდილობს. რაც შეეხება მაკარიძეს, ის "სეტუბალის" საკუთრებაა და დიდია იმის ალბათობა, რომ პორტუგალიური გუნდი დაბალ ლიგაში დააქვეითონ. გიორგი წინა სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. 31 წლის მეკარე პრიმეირა ლიგაში, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი "ლეგიასაც" სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. მაკარიძის ღირებულება Transfermarkt-ის თანახმად 1,5 მილიონი ევროა. გეტყვით, რომ "ალმერიამ" ლა ლიგა 2 მე-4 ადგილზე დაასრულა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი ნახევარფინალური მატჩი "ჟირონასთან" დათმო.

სხვა სტატიები