Belive

ახალი კონტრაქტი და კოლოსალური ანაზღაურება - მესი მოლაპარაკებებს მართავს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდის წარმომადგენლებმა და ლეო მესიმ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. აღნიშნულ ინფორმაციას sportbible.com-ი ავრცელებს. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული სუპერვარსკვლავი "ბლაუგრანას" ღირსებას 2000 წლიდან იცავს. 13 წლის ასაკში დაწყებული კატალონიური კარიერა მინიმუმ 2 წლით კიდევ გაგრძელდება. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, მესი მხოლოდ ხელფასის სახით კვირაში £1.15 მილიონს იღებს, დამატებით £1.6 მილიონი არგენტინელ სუპერვარსკვლავს ბონუსებისა და საავტორო უფლებების სახით ერიცხება. 2018 წელს, Football Leaks-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი წლის განმავლობაში მხოლოდ ხელფასის სახით £60.2 მილიონს იღებდა - არგენტინელის წლიურა ჯამურმა შემოსავალმა კი  £83.2 მილიონი შეადგინა. ლეო მესი და "ბარსელონას" წარმომადგენლები კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივების თაობაზე მართავენ მოლაპარაკებას და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში არგენტინელი განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ზუსტი ანაზღაურება ამ წუთისათვის ცნობილი არაა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი £1 მილიონზე მეტი იქნება. განახლებული კონტრაქტის პირობების თანახმად, მესის ყოველი წლის ბოლოს კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა ექნება.

სხვა სტატიები