Belive

ახალი ფოტოები ბათუმის სტადიონიდან: გასახდელები და შიდა ინფრასტრუქტურა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამშენებლო კომპანია "ანაგი" ბათუმის სტადიონის ახალ ფოტოებს გვთავაზობს, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ გამოიყურება სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურა. როგორც ჩანს, აჭარის ცენტრში აშენებული ახალი სპორტული არენა არამხოლოდ გარედან, შიგნიდანაც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. ფოტოებში შეხვდებით გასახდელებს, საშხაპეებს, VIP ზონას, სხვადასხვა სამუშაო და გასართობ სივრცეებს. საინტერესოა, რომ ერთი გასახდელის ინტერიერი ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, მეორე კი - წითელში. ეს სავარაუდოდ "დინამო ბათუმისა" და საქართველოს ნაკრების შესაბამის ფერებს გულისხმობს. ბათუმის ახალი სტადიონის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ეს შესაძლოა 26 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრის დროს მოხდეს, რომელშიც "დინამო ბათუმი" თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. უდიდესი ალბათობით, ნოემბრის თვეში, ერთა ლიგის C დივიზიონის მეხუთე და მეექვსე ტურის მატჩებს, შესაბამისად სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდი სწორედ ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს.

სხვა სტატიები