Belive

ახალი საფეხბურთო ცენტრი - სფფ დიდ დიღომში მშენებლობას იწყებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დიდ დიღომში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება. დიდი დიღომში, დემეტრე თავდადებულის №14-ის მიმდებარე ტერიტორია სფფ-ს სახელმწიფოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდის თანადაფინანსებით განხორციელდება. მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. მსგავსი საფეხბურთო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში. გლდანში, ვაკეში და ფოთში კი, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გეგმის მიხედვით საფეხბურთო ცენტრები თბილისის რამდენიმე უბანში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა მოეწყოს.

Security Check Required

null
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

სხვა სტატიები