Belive

"ახალი წელი და იგივე სევდა" - უსაინ ბოლტი ისევ მანჩესტერ იუნაიტედზე ოცნებობს 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ჩანს, 8 ოლიმპიური ოქროს მფლობელი უსაინ ბოლტი, საფეხბურთო კარიერაზე და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშზე ისევ ოცნებობს. "ახალი წელი და იგივე სევდა" - წერს იამაიკელი მძლეოსანი სოციალურ ქსელში და "ოლდ ტრაფორდზე" გამოქვეყნებულ ფოტოს ავრცელებს, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრის დროსაა გადაღებული, სადაც "წითელი ეშმაკები" "ვულვზთან" - 0:1 დამარცხდნენ.

 
View this post on Instagram
 

A post shared by 433 (@433)

35 წლის სპორტსმენმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ავსტრალიასა და მალტაში რამდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღების მიუხედავად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ბავშვობიდან ინგლისური გრანდის გულშემატკივარია და მისი ოცნებაც სწორედ ამ კლუბის მაისურის მორგებაა.  

სხვა სტატიები