Belive

ახალი ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სკანდალში გაეხვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალი ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება დერიკ შოუმ ზელანდიის ქალ ნაკრებთან დაკავშირებით მიიღო.  ფეხბურთის ფედერაციის უკვე ყოფილ პრეზიდენტსა და ქალთა ნაკრების მწვრთნელს, მოთამაშეების შევიწროებაში სდებენ ბრალს. შოუმ ბოდიში მოიხადა და თანამდებოდა დატოვა. "მე ვტოვებ თანამდებობას. მსურს, რომ სკანდალი მოგვარდეს და ზელანდიურმა ფეხბურთმა პროგრესირება განაგრძოს. მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა" - აღნიშნა შოუმ. ახალი ზელანდიის ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე, დერიკ შოუს დროებით ფილ ბერი შეცვლის. ახალ პრეზიდენს კი 2019 წელს აირჩევენ.

სხვა სტატიები