Belive

ახლა უკვე ფეხბურთელი - პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი ევერტონი ითამაშებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 წლის ბრაზილიელი შემტევი, ევერტონ სოარეში პრემიერ ლიგაში ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევერტონით "არსენალია" დაინტერესებული და ლონდონელები ბრაზილიელში 40 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდნენ. სულ მალე ბრაზილიელი მოთამაშე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "არსენალთან" ერთად, ევერტონით "მანჩესტერ იუნაიტედიც" იყო დაინტერესებული. ევერტონ სოარეში 2014 წლიდან ბრაზილიური "გრემიოს" ღირსებას იცავს. გუნდის შემადგენლობაში 210 მატჩი აქვს ჩატარებული და თავის გამოჩენა 49-ჯერ შეძლო. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ევერტონმა 12 თამაში ჩაატარა და 3 ბურთი გაიტანა.  

სხვა სტატიები