Belive

ახლა უკვე პრემიერლიგაც - ინგლისში 3 აპრილამდე გაჩერდნენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გავლენის ქვეშ მსოფლიოს სხვა წამყვანი სპორტული შეჯიბრებების შემდეგ პრემიერლიგაც მოექცა. COVID19-ს მასობრივი გავრცელების შემდეგ, ინგლისის ელიტარული და ქვედა ლიგების მატჩები 3 აპრილამდე გადაიდო. პრემიერლიგის მმართველები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ. 12 მარტის ბოლო ინფორმაციით, უახლოესი ტური ჩვეული ფორმით უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მას მერე, რაც მიკელ არტეტას და ჰადსონ-ოდოის ინფიცირება დაუდგინდათ, რამდენიმე კლუბმა კი კარანტინი გამოაცხადა, ხსენებული გადაწყვეტილება ამოქმედდა.

სხვა სტატიები