Belive

ახლოს პრემიერ ლიგასთან - ჩისკოს ზედიზედ მე-6 გამარჯვება ინგლისში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 39-ე ტურში "უოტფორდმა" შინ "შეფილდი" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. "დინამო თბილისის" ყოფილმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ინგლისში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და პრემიერლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. "უოტფორდი" 78 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სუონსის" კი, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ "უოტფორდმა" ზედიზედ მე-6 საშინაო თამაში მოიგო. გუნდს ასეთი შედეგი შიდა ჩემპიონატში 2011 წლის შემდეგ არ ჰქონია. "უოტფორდი" შემდეგ მატჩს 5 აპრილს, "მიდლსბროსთან" გამართავს.

სხვა სტატიები