აკინფეევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

მოსკოვის “ცსკას” მეკარე, იგორ აკინფეევი დღეიდან რუსეთის ნაკრების ღირსებას აღარ დაიცავს.

32 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, იგი ნაკრების შემადგენლობაში 2004 წლიდან გამოდიოდა და ჩატარებულ 110 მატჩში, 95 გოლი გაუშვა. 2017 წლიდან აკინფეევი რუსეთის ნაკრების კაპიტანი იყო, მან სამშობლოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იკაპიტნა.

(78)

აკინფეევმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

სტატიის ავტორი
-