Belive

ალ-ჰილალს მესის შეძენა სურს | არაბები არგენტინელს $300 მილიონს სთავაზობენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთში ჩასვლის შემდეგ, მათი შემდეგი სამიზნე ლეო მესი გახლავთ. სახელმწიფოს მიზანია მსოფლიოს უკეთ გააცნონ თავი, გაზარდონ ტურიზმი და ამას სპორტის საშუალებით ცდილობენ. საინტერესოა, რომ ისინი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზეც აცხადბენ პრეტენზიას.

საუდის არაბეთში დაირხა ჭორები, რომ "ალ-ჰილალს", "ალ ნასრის" მთავარ კონკურენტს, ლეო მესის შეძენა სურს და მზად არიან წელიწადში არანაკლებ 300 მილიონი დოლარი შესთავაზონ.

არაბულ ქვეყნებში, საფეხბურთო ლიგა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ალ-ჰილალი" და "ალ ნასრი" მთავარი მეტოქეები არიან. ეს დაპირისპირება არაბეთში "ელ კლასიკოდ" ითვლება. ჩვენ მას "რიადის დერბის" ვუწოდებთ". - აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წარმომადგნელი.

საკლუბო ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ ლეო მესიმ უკვე მოახერხა გოლის გატანა. არგენტინელმა "ანჟერი" 72-წუთზე დაამწუხრა. შემდეგი შეხვედრა პარიზელებს "რენის" წინააღმდეგ, 15 იანვარს, 23:45 საათზე ელით.

სხვა სტატიები