Belive

ალ ნასრი მაურო იკარდის ტრანსფერით ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელის, მაურო იკარდის გადაბირება, რომელიც ამჟამად არენდით ,,გალათასარაიში'' თამაშობს, ,,ალ ნასრს'' სურს. ინფორმაციას TUTTOmercatoWEB-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არაბული კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის გარემოცვასთან ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. თავად არგენტინელი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

იკარდის ტრანსფერით ,,ნიუელს ოლდ ბოისიც'' ინტერესდება, თუმცა ,,ალ ნასრს'' მისთვის უფრო დიდი ხელფასის შეთავაზება შეუძლია.

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 29 წლის ფორვარდის ანგარიშზე ,,გალათასარაის'' მაისურით ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

,,ალ ნასრმა'' პარასკევს თავისუფალი აგენტის სტატუსით კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. გუნდს, ასევე, სერხიო ბუსკეტსის, სერხიო რამოსისა და ნ'გოლო კანტეს გადაბირება სურს.

სხვა სტატიები