Belive

ალ ნასრის კიდევ ერთი სამიზნე ედენ აზარია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' შემტევმა, ედენ აზარმა, კარიერა, შესაძლოა, ,,ალ ნასრში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არაბული გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია აზარს უკვე დაუკავშირდა და მას საუდის არაბეთში გადასვლა შესთავაზა. ფრანგ სპეციალისტს ედენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი ,,ლილში'' ერთად 4 სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ.

მიმდინარე სეზონში აზარის ანგარიშზე ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

,,ალ ნასრმა” ერთი კვირის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. გუნდს, ასევე, სერხიო ბუსკეტსის, სერხიო რამოსის, მაურო იკარდისა და ნ’გოლო კანტეს გადაბირება სურს.

სხვა სტატიები