Belive

ალ ნასრის მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის სუპერ თასის ნახევარფინალში, "ალ იტიჰადთან" განცდილი მარცხის (3:1) შემდეგ, "ალ ნასრის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კრიშტიანუ რონალდუ წაგებაში დაადანაშაულა.

"ერთ-ერთი რამ, რამაც შეცვალა მატჩის მიმდინარეობა, იყო კრიშტიანუ რონალდუს ხელიდან გაშვებული შანსი პირველ ტაიმში.

ვულოცავ "ალ-იტიჰადს". მათ ჩვენზე ბევრად უკეთესი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ შედეგის მიღება ვერ მოვახერხეთ", - თქვა 58 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

კრიშტიანუ რონალდუმ "ალ ნასრის" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში, "პსჟ-ს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა, ოფიციალური გოლი კი ჯერ მის აქტივში არ არის.

სხვა სტატიები