Belive

ალ ნასრმა მოდრიჩს ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო შესთავაზა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრს'' კიდევ ერთი ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის გადაბირება სურს. ინფორმაციას Okaz_Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არაბული გუნდი ,,რეალის'' ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს და მის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებს.

,,ალ ნასრმა'' ხორვატ ფეხბურთელს 2.5-წლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

თუ მოდრიჩი არაბეთში ზამთარში არ გადავა, კლუბი მის გადაბირებას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეცდება.

,,ალ ნასრმა” დეკემბრის ბოლოს, კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. გუნდს, ასევე, სერხიო ბუსკეტსი, სერხიო რამოსი, მაურო იკარდი და ნ’გოლო კანტე დაუკავშირეს.

სხვა სტატიები