Belive

ალ სადი გუნდიდან ხავის შესაძლო წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყატარული გუნდი, ,,ალ სადი'' ხავი ერნანდესის ,,ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა:

,,ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ალ სადის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ხავის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მთლიანად კონცენტრირებულია მომავალ მატჩებზე. ჩვენი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ტიტულის დაცვაა,'' - წერია ალ სადის განცხადებაში.
Diario Sport-ის ცნობით, კატალონიელებმა ხავისთან შეთანხმებას მიაღწიეს და ესპანელი მალე კლუბის ახალი თავკაცი გახდება. ახლა ,,ბლაუგრანას'' ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს ,,ალ სადთან'' მართავს. იმ შემთხვევაში თუ ხავი ყატარულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს, ,,ბარსელონას'' 1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ,,ბარსელონამ'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი ,,რაიო ვალეკანოსთან'' მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.

სხვა სტატიები