Belive

ალ სადმა ბარსელონასა და ჩავის შორის მოლაპარაკება დაადასტურა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება ვალვერდეს გათავისუფლების შესახებ. ახალ მწვრთნელად კი ჩავი ერნანდესი მოიაზრება.  ერიკ აბიდალი დოჰაში ჩაფრინდა, რათა ჩავისთან მოლაპარაკება დაიწყოს. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მოლაპარაკება მართლაც არსებობს. "ალ სადის" სპორტულმა დირექტორმა მუჰამედ ღულამ ალ ბალუშმა ყველაფერს ნათელი მოფინა. "დიახ მოლაპარაკება "ბარსელონას" და ჩავის შორის მიმდინარეობს" "ჯერ ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ესპანელის გადაწყვეტილებას და სადაც არ უნდა წავიდეს ყოველთვის წარმატებას ვუსურვებთ"  ამჟამად ჩავი ერნანდესს გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც ივნისში იწურება. შაბათს კი "ალ სადი" ყატარის თასის ნახევარფინალში "ალ რაიანს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები