Belive

ალაბა მომდევნო სეზონიდან პრემიერ ლიგის გრანდში ითამაშებს?!

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სატრანსფერო პერიოდის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. ამჯერად საქმე ეხება დავიდ ალაბას, რომლის შესახებაც დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე ზაფხულში "ბაიერნს" დატოვებს. The Telegraph-ის ცნობით, მიუნხენელებმა ავსტრიელი ფეხბურთელი ოფიციალურად დააყენეს ტრანსფერზე და მისგან დაინტერესებული გუნდებისაგან შემოთავაზებებს ელიან. როგორც ცნობილია, ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების მოლაპარაკების მცდელობები იყო, თუმცა უშედეგოდ, სწორედ ამიტომ მანამდე სანამ ალაბა თავისუფალი აგენტი გახდება, გერმანელებმა მისი გასხვისება გადაწყვიტეს. 27 წლის ფეხბურთელით ამჟამად დაინტერესებული კლუბები – “ლივერპული”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი” და “პსჟ” არიან. როგორც ზემოთ აღვნინეთ, ალაბას გადასაბირელად არაერთი ძლიერი კლუბი იბრძვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელის მომავალს ყველაზე აქტიურად "მანჩესტერ სიტის" უკავშირებენ. ინგლისურ პრესაში იწერება, რომ პეპ გვარდიოლა ინგლისური კლუბის გადახალისებას გეგმავს და მისი უმთავრესი სამიზნე დავიდ ალაბაა - კლუბს ლეროი სანე და დავიდ სილვა დატოვებენ, შესაბამისად ალაბას ეტიჰადზე აღმოჩენა კიდევ უფრო რეალური ხდება. დავიდ ალაბა “ბაიერნის” რიგებში 2010 წლიდან ირიცხება, მან მინდორზე “რეკორდმაისტერის” მაისურით 380 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში 30 გოლის გატანა და 48 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები