Belive

ალაბა რეალის მაისურს მოირგებს?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გავლენიანი ევროპული მედია საშუალებები დავიდ ალაბას "რეალში" გადასვლის თაობაზე აქტიურად იუწყებიან. 28-წლის ავსტრიელ მცველს 2021 წლის ივნისში კონტრაქტის ვადა ეწურება - გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები კი ჩიხშია შესული. დავიდ ალაბას აგენტსა და "ბაიერნის" მესვეურებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში, "რეკორდმაისტერის" მცველი შესაძლოა "სამეფო კლუბში" ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ ალაბას შეძენით "რეალი" წარსულშიც ინტერესდებოდა და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ავსტრიელი მცველი ივნისში თავისუფალი აგენტი გახდება - ტრანსფერი დიდი ალბათობით განხორციელდება. ალაბას "რეალში" გადასვლას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ მის აგენტს - პინი ზაჰავის, "ბლანკოსის" მესვეურებთან იდეალური ურთიერთობა აქვს. უნივერსალური ფეხბურთელი, რომელსაც დაცვის ცენტში, მარცხენა მცველად და ნახევარმცველადაც კი შეუძლია თამაში "რეალისთვის" იდეალური საზაფხულო ტრანსფერი იქნება.  

სხვა სტატიები