Belive

ალაბა "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მიუნხენის "ბაიერნის" 28 წლის ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა. ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს კონტრაქტის მოქმედების ვადა "რეკორდმაისტერთან" მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ეს ნიშნავს, რომ ალაბას 2021 წლის დასაწყისიდან უკვე შეუძლია მოლაპარაკებები აწარმოოს სხვა კლუბებთან. ავსტრიელი ფეხბურთელის ტრანსფერით არაერთი წამყვანი კლუბი იყო დაინტერესებული. Marca-ს მიერ ალაბას მსურველების სიაში სახელდებოდნენ: "სიტი", "ლივერპული" და "ჩელსი". 28 წლის მოთამაშის დამატება ნებისმიერი გუნდისთვის ნამდვილად დიდი გაძლიერება იქნება. ალაბა იმ ფეხბურთელების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით თამაშობენ. წლების განმავლობაში ავსტრიელმა არაერთი პოზიცია გამოიცვალა, მაგალითად, მას ნათამაშები აქვს მარჯვენა ნახევარმცველად, ცენტრალურ ნახევარმცველად, მარცხენა ფლანგის მცველად, ახლა კი "ბაიერნის" შემადგენლობაში ძირითადად ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯება. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მეორე ნახევარში "ბაიერნი" და ალაბა ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, რისი მიზეზიც ალაბას ფინანსურ მოთხოვნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიუღწევლობა გახდა, "რეალმა" ღიად გამოხატა ინტერესი ავსტრიელის ტრანსფერთან დაკავშირებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მადრიდის "რეალი" ალაბს 4-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს ანაზღაურების სახით. დავიდ ალაბამ "ბაიერნთან" ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორისაა ორ სხვდასხვა მწვრთნელთან - ჰაინკესა და ფლიკთან ერთად მოგებული ტრებლი.    

სხვა სტატიები