Belive

ალაბამ ბაიერნთან ახალ კონტრაქტზე უარი მესამედ თქვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი ფეხბურთელი - დავიდ ალაბა, ზედიზედ მესამედ ამბობს გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს. ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების მიუხედავად, დავიდ ალაბა მიუნხენელებს კონტრაქტზე უკვე ზედიზედ მესამედ უარს ეუბნება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, ავსტრიელი ფეხბურთელი გრანდების მთავარი სამიზნე იყო, რადგან მისმა აგენტმა და "ბაიერნის" მენეჯმენტმა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, საერთო მიზნამდე მისვლა ვერ შეძლეს. რამდენიმე საათის წინ კი, გერმანული სპორტული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ალაბასა და "ბაიერნს" შორის კონტრაქტზე შეთანხმება კვლავ ვერ მოხერხდა.

ამ პოსტის კომენტარებში მიუნხენური კლუბის გულშემატკივრებმა დაწერეს კითხვა, გაგრძელდება თუ არა კლუბსა და ავსტრიელ ფეხბურთელს შორის მოლაპარაკება, რაზეც კრისტიან ფალკმა შემდეგი პასუხი გასცა: "რთულდება". დავიდ ალაბა "ბაიერნში" 2010 წლიდან ირიცხება, ჯამში 293 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 31-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 49-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები