Belive

ალაბას მომავალს ნათელი ეფინება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი ტრანსფერებისათვის გუნდებსა და ფეხბურთელებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი დავიდ ალაბა მოექცა. მედიაში ავსტრიელი ფეხბურთელის მომავალზე უკვე დაახლოებით 6 თვეა სხვადასხვა ვარაუდები და პროგნოზები იწერება, თუმცა ამჯერად საქმე სხვაგვარადაა. მაშინ, როდესაც პანდემიის გამო სრულიად სპორტული სამყარო შეჩერებული იყო, ალაბამ საჯაროდ გამოთქვა აზრი, რომ "რეკორდმაისტერში" თამაშს სხვა გუნდში, უფრო კონკრეტულად კი სხვა ჩემპიონატში ასპარეზობა ერჩივნა. მიუხედავად ზემოთაღნიშნული ალაბას სურვილისა, როგორც ჩანს გერმანელებმა მაინც მოახერხეს საწადელის მიღწევა. ამჯერად ავსტიელი ფეხბურთელის მთავარი მოთხოვნა გაზრდილი ანაზღურებაა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი აგენტი პინი ზაჰავი, გერმანულ კლუბს ალაბას შესანარჩუნებლად 5-წლიანი კონტრაქტის დადებასა და წელიწადში 25 მილიონ ევროს გადახდას სთხოვს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა და საეჭვოა, რომ გერმანული კლუბი ამ შემოთავაზებაზე თანახმა იყოს. აღსანიშნავია, რომ ალაბას ტრანსფერით დაინტერესებული კლუბები ავსტრიელისათვის ასეთი პირობების შეთავაზებას არ გეგმავენ.

სხვა სტატიები