Belive

ალან შირერი: "დე ხეას შეცვლის დრო მოვიდა, მანჩესტერმა ახალ მეკარეზე უნდა იფიქროს" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი მიიჩნევს, რომ დროა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეკარის შეცვლაზე იფიქროს. "თუ მეკარე უშვებს ერთ შეცდომას, ან შესაძლოა ორს, მაშინ გუნდის ხელმძღვანელები მის მიმართ ნდობის საკითხზე უნდა დაფიქრდნენ, თუმცა დე ხეა "მანჩესტერის" კარში კვლავაც დგას. ვფიქრობ, "იუნაიტედმა" უნდა დაიბრუნოს დინ ჰენდერსონი, ოღონდ პირველი მეკარის სტატუსი. ანდაც, ის კიდევ ცოტა ხნით, გამოცდილების მიღების მიზნით გაანათხოვრონ, შემდეგ კი გუნდის კარი ანდონ. დე ხეას შეცვლის დრო მოვიდა", - თქვა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა. ესპანელმა გოლკიპერმა, რომელიც "წითელი ეშმაკების" მაისურს 2011 წლიდან, ანუ მას მერე ირგებს, რაც მადრიდის "ატლეტიკო" დატოვა, ამ სეზონში 40 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 29 წლის კარის დარაჯი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, "ჩელსისთან" 1:3 მარცხის შემდეგ მოექცა.

სხვა სტატიები