ალავესთან შეხვედრაში ედენ აზარი დაშავდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მადრიდის “რეალმა” “ალავესს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო “რეალის” ბელგიელმა შემტევმა – აზარმა თეძო დაიზიანა. ბელგიელს მოედნის დატოვება პირველი ტაიმის 28-ე წუთზე მოუწია, მის მაგივრად შეხვედრაში ზიდანმა როდრიგო ჩართო.

29 წლის მოთამაშეს კვლავ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მალე აზარი ღრმა გამოკვლევებს ჩაიტარებს. სავარაუდოდ, ბელგიელი შემტევი “შახტართან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს.

მატჩის შემდგომ ზიდანმა იმედი გამოთქვა, რომ ბელგიელის ტრავმა მას დიდი ხნით არ მოწყვეტს ფეხბურთის თამაშს.

“ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერი იქნება”,- განაცხადა ზიდანმა მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე.

ხშირი ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში აზარმა სულ 6 შეხვედრა ჩაატარა ყველა ტურნირზე და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

აზარისთვის ეს ტრავმა უკვე მე-7 გამოდგა მადრიდში გადაბარგების შემდგომ.

ესპანეთის ჩემპიონატში 10 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ “რეალი” 17 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

 

 

(58)

ალავესთან შეხვედრაში ედენ აზარი დაშავდა

სტატიის ავტორი
-