Belive

ალბა ჩელსის ფეხბურთელს ბარსელონაში ელოდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ პრესაზე დაყრდნობით, ხორდი ალბა თანამემამულე ალვარო მორატას "ბარსელონაში" ეპატიჟება, ამის შესახებ რიგი ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან. 26 წლის ესპანელი თავდამსხმელი ლონდონურ კლუბში 2 წლის წინ გადავიდა, თუმცა "არისტოკრატთა" იმედები ვერ გაამართლა და გულშემატკივრების კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც არაერთხელ მოხვდა. კატალონიური გრანდის გარდა, მორატას იტალიური "მილანიც" ეპატიჟება, თუმცა ჩემპიონთა ლიგის შვიდგზის გამარჯვებულთა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ალვაროს არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, თუ კატალონიელთა მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მართლა მოინდომებს მის შეძენას. შეგახსენებთ ესპანელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში მადრიდის "რეალის" და ტურინის "იუვენტუსის" რიგებში გამოდიოდა.

სხვა სტატიები