Belive

ალბანური გუნდი ევროტურნირებიდან 10 წლით მოკვეთეს!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალბანური "სკენდებრეუ" ევროტურნირებიდან 10 წლით მოკვეთეს. UEFA-მ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. "სკენდებრეუს" აღნიშნული გადაწყვეტილება ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული, თუმცა არაფერი შეცვლილა. ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნული გუნდის თამაშებით 2016 წელს დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია, UEFA-მ "სკენდებრეუ" 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩის და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრის ჩაწყობის გამო დასაჯა. ამასთან ერთად, ალბანური გუნდმა 2011 წლის შემდეგ 50-მდე საშინაო ჩემპიონატის შედეგზე მოახდინა მანიპულირება. იმის გარდა, რომ "სკენდებრეუ" ევროტურნირებიდან 10 წლით მოიკვეთა, ტირანას გუნდი 1.3 მილიონი დოლარითაც დაჯარიმდა. ალბანური ფეხბურთის ფედერაციას გუნდი არ დაუსჯია. "სკენდებრეუმ" სუპერლიგის გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა.