Belive

ალდერვეირელდი: "30-დან 30 ქულა უნდა ავიღოთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურში ნურ-სულთანის სახელობის "ასტანა-არენაზე" ყაზახეთის ნაკრების (2:0) დამარცხების შემდეგ, ბელგიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტობი ალდერვეირელდმა თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი ქულათა მაქსიმუმის დაგროვებაა. "ვფიქრობ ყველა მატჩში თავს უმაღლეს დონეზე წარმოვაჩენთ. ბოლოს კი უნდა გავაკეთოთ ის, რისი რესურსიც გვაქვს - ჩვენი მიზანი შესაძლებელი 30 ქულიდან მაქსიმუმის მოპოვებაა. თუ ამას მოვახერხებთ, კვიპროსის ეროვნულ გუნდთან ბოლო ტურში, შინ გასამართი შეხვედრა ბრწყინვალე გამოვა",-თქვა ტოტენჰემის უკანახაზელმა. რობერტო მარტინესის გაწვრთნილ გუნდს 8-დან 8 მოგება აქვს და I ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები