Belive

ალეგრი: "ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ბარსელონაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა. ალეგრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის მოგების მთავარი პრეტენდენტი კატალონიის "ბარსელონაა". "ჩემი აზრით, ფავორიტი "ბარსელონაა". კატალონიელების შემდეგ, გამარჯვებაზე პრეტენზიას 3 გუნდი აცხადებს და მათ შორის ჩვენც ვართ. წინა წელს ფავორიტად "რეალი" დავასახელე, წელს კი "ბარსელონა." იმედი მაქვს, წელს შევცდები," ვკითხულობთ იტალიელი სპეციალისტის განცხადებას UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები