Belive

ალეგრი: ,,გამოაკელით ინტერს ან მილანს ძირითადის 5 ფეხბურთელი და ნახეთ, შეექმნებათ თუ არა პრობლემები''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ,,ბებერი ქალბატონების'' სეზონის წარუმატებელ სტარტზე ისაუბრა

,,მოედნის ბევრ ნაწილში ვუშვებთ შეცდომებს, ვცდებით პასებში, არ გვაქვს კონტრშეტევები და მეტოქეს ფიზიკური შესაძლებლობებითაც ჩამოვრჩებით. ახლა ვირტუალურ ,,იუვენტუსს'' ვუყურებთ. მომეწონა, როგორ ვიმუშავეთ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები არ გვყავს.

გამოაკელით ,,ინტერს'' ან ,,მილანს'' ძირითადი შემადგენლობის ხუთი მოთამაშე და ნახეთ, შეექმნებათ თუ არა მათ პრობლემები,'' - განაცხადა ალეგრიმ.

ახალ სეზონში ,,იუვენტუსს'' ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი, მათ შორის პოლ პოგბა, ფედერიკო კიეზა და ვოიჩეხ შჩესნი ვერ ეხმარებიან. არაერთი მატჩი გამოტოვა ანხელ დი მარიამ.

ტურინელების ანგარიშზე 2022-2023 წლების სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 მოგება, 2 წაგება და 4 ფრეა.

სხვა სტატიები