Belive

ალეგრი კრიტიკოსებს: "მოკეტეთ! მე 6 სკუდეტო მაქვს მოგებული"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, Sky Sports Italia-ს ექპერტებთან ცხარე დებატები ჰქონდა. მათ შორის საუბარი იტალის ჩემიონატის 35-ე ტურის შემდეგ გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" მილანის "ინტერის" ძლევა ვერ მოახერხა (1:1). Sky Sports Italia-ს ექსპერტები ალეგრის მიუთითებდნენ, რომ ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობის მიუხედავად, ალეგრი ჩემპიონთა ლიგაზე ვერც წელს შეძლო გამარჯვება, რამაც იტალიელი სპეციალისტის გაღიზიანება გამოიწვია. "აიაქსთან მატჩში ჩვენ მეტოქის კონტრშეტევებმა დაგვაზარალა და არა ჩვენივე საფეხბურთო სტილმა. ანალოგიური მოხდა დღევანდელ მატჩშიც (იგულისხმება ინტერთან ნათამაშები ფრე). მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს იტალიაში ყველას თავი ექსპერტი ჰქონია. ასე რომ, მოკეტეთ და მომისმინეთ: თქვენ ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ. მაგიდასთან სხედხართ და ფეხბურთის შესახებ წიგნებს კითხულობთ, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვენ ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ. მე კი ამ პერიოდში, უკვე 6 სკუდეტო მაქვ მოგებული," ემოციურად განაცხადა ალეგრიმ.  

სხვა სტატიები