Belive

ალეგრიმ იუვედან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსში" გატარებული 5 წლის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდის დატოვება მოუწია. იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა გუშინ 51 წლის სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. "ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინ იქნება ტურინელთა შემდეგი მწვრთნელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ "იუვენტუსის" დონის კლუბს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. აქ მე ხუთი წარმოუდგენელი წელი გავატარე. სად მივდივარ? სახლში. ახლა შემეძლება, რომ ცოტა სანაპიროზეც დავისვენო," - თქვა ალეგრიმ.

სხვა სტატიები